რომის პაპი ომის მონაწილეებს, ლიბანში, ღაზაში, პალესტინასა და ისრაელში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ფრანცისკემ, ბელგიაში ვიზიტის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ომის მონაწილე მხარეებს, ლიბანში, ღაზაში, პალესტინასა და ისრაელში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

,,ვთხოვ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ლიბანში, ღაზაში, პალესტინასა და ისრაელში. მძევლები უნდა გაათავისუფლონ და ჰუმანიტარული დახმარება უნდა შეუშვან”, – განაცხადა რომის პაპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლიბანში კონფლიქტის ესლაკაციასა და ინტენსიფიკაციას ტკივილით და ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალს.

,,ლიბანი შეტყობინებაა, მაგრამ ამ მომეტში ესაა შეტყობინება, რომელიც იხლიჩება”, – თქვა ფრანცისკემ.

მსგავსი თემები