ზუგდიდში ძლიერმა ქარმა სკოლის ეზოში ხე მოგლიჯა

მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარი იყო ზუგდიდში. სტიქიამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. წა­იქ­ცა ხე­ე­ბი, და­ზი­ან­და ელექტრო გა­დამ­ცე­მი ბო­ძე­ბი, რამ­დე­ნი­მე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულს შე­უ­წყდა ელექტრო ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბა, ქა­ლაქ­ში აბო­ნენ­ტებს შე­უ­წყდათ წყალ­მო­მა­რა­გე­ბა.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ე­რი ქა­რის გამო, ქა­ლაქ­სა და სოფ­ლებ­ში მოგ­ლე­ჯი­ლია ათე­უ­ლო­ბით მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხე, რა­მაც გზე­ბის ჩა­ხერგვა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გზის გაწ­მენ­და უმოკ­ლეს დრო­ში მოხ­და. ამავე ცნობით, სა­ხუ­რა­ვი და­უ­ზი­ან­და ხუთ კერ­ძო და 2 სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ზა­რალს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შე­ის­წავ­ლის.

მსგავსი თემები