ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა ,,შეარიგოს საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ,,მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით”.

„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ სამართლიანად აფასებს წარსულს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება” და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: ისინი არიან მეზობლები საქართველოსთან. ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ, თუ მხარეები დაინტერესდებიან”, – განაცხადა ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ კონფერენციაზე.

მსგავსი თემები