ძლიერმა ქარმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში ხეები წააქცია და ელექტოროგადამცემი ხაზები დააზიანა

ზუგდიდში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები და დაზიანებულია ელექტოროგადამცემი ხაზები. შედეგად ქალაქის  ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ჩახერგილია რამდენიმე ქუჩაც.

ძლიერი ქარი იყო წუხელ წალენჯიხაშიც, სადაც მოსახლეობის დიდი  ნაწილი ზარალს ამ დრომდე ითვლის. მუნიციპალიტეტში შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც.

მსგავსი თემები