თურქეთში, ქალაქ ბურსაში, ენიშეხირის აეროპორტში, სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც პილოტი და კურსანტი დაიღუპნენ.
თურქული მედიის ცნობით, ერთძრავიანი, მცირე ზომის თვითმფრინავი კერძო სასწავლო კომპანიას ეკუთვნოდა. ჩამოვარდნის შედეგად პილოტები ადგილზე დაიღუპნენ.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და პოლიცია იყო მობილიზებული.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მას ექსპერტიზა დაადგენს.