“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა პირობა დადო, რომ მთავრობა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა და “მწვანეთა პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა მისი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ისაუბრა.

“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ტერორისტული ომი გაგრძელდება. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება უკრაინის დასასრული” – აღნიშნა ბაერბოკმა.

მსგავსი თემები