„არცერთი ერის ვალი არ გვაქვს… ხან ავღანეთში დავყავდით, ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს“ – მეუფე იაკობის პოლიტიკური გზავნილები

„არცერთი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონტრიბუციით ხან ავღანეთში დავყავდით,  ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგების შემდეგ.

როგორც ბოდბელი მთავარეპისკოპოსი განმარტავს, ოპოზიცია მთავრობას „ტყულად უტევს“.

„ვაზროვნებთ, ტყუილსაც ვხვდებით და ყველაფერს, ვფიქრობ რომ ამერიკელები ყველაზე ადვილად მოსალაპარაკებელი ხალხია და ეს პრობლემები მოკლე პერიოდში ყველა მხრისთვის დადებითად გადაწყდება. ოპოზიციას მინდა მივმართო, როცა უცხოელია და შენ ქვეყანას თუნდაც უტევდეს, ის უცხოელია და თავისი ინტერესი აქვს და ვერ ეტყვი რატომ მიტევ? ერთია, კაპასი ქალივით გამოდის, გერმანიის საგარეო საქმეთა… გამოდის და გვიტევს ქართველებს. კაცი რომ ხარ ხომ არ უნდა იწყევლებოდე… შენ რომ ქართველი ხარ და ტყუილს რომ ლაპარაკობს შენს ერზე, როგორ არ გამოდიხარ?“ – განაცხადა მეუფემ.

 

მსგავსი თემები