“ევოლუშენ ჯორჯიას” შენობას კვერცხები დაუშინეს

“ევოლუშენ ჯორჯიასთან”, რამდენიმე წუთის წინ გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის შენობას კვერცხები დაუშინეს. ამ წუთებში აზარტული თამაშების ოპერატორი კომპანიის შენობაზე პლაკატებს აკრავენ და სწორედ ამ ფორმით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას.

“ამ ხნის განმავლობაში, პროტესტის უამრავ ფორმას მივმართეთ. ეს ფორმა, პლაკატების გაკვრა არის იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ კომპანიის სახე და ყველამ კარგად დაინახოს, რას წარმოადგენს რეალურად ეს კომპანია. 72 დღეა ვაპროტესტებთ და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ პროტესტს იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები”- ამბობს ერთ-ერთი გაფიცული

მსგავსი თემები