ტიხორეცკის რაიონიდან 1200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

“კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონიდან 1200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა” – ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.

„დასახლებიდან 1200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი უმეტესობა მეგობრებთან და ნათესავებთან განთავსდა. ევაკუაციისთვის 17 ავტობუსი გამოიყო“ – განაცხადა გუბერნატორმა.

მანამდე, კონდრატიევმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საჰაერო თავდაცვამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. დრონების ფრაგმენტების ჩამოვარდნას აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა.

 

მსგავსი თემები