,,ქალაქი მზად არის წყალდიდობის პიკისთვის, დამონტაჟებულია დროებითი კაშხლები, მიმდინარეობს მუდმივი პატრულირება, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი ახლა იწყება” – ბუდაპეშტის მერი

,,ბუდაპეშტი წყალდიდობის პიკისთვის მზად არის, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი ახლა იწყება”, – ამის შესახებ ქალაქის მერი გერგეი კარაჩონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა მომზადებული დახვედროდა წყალდიდობის პიკს, რომელსაც ბუდაპეშტში ხვალ, 21 სექტემბერს ელოდებიან.

„ზოგიერთ ადგილას 9 მეტრამდე სიმაღლის დროებითი კაშხლებია დამონტაჟებული და ადგილზე მუდმივად პატრულირება ხდება“, – აღნიშნავს გერგეი კარაჩონი.

ღამით ბუდაპეშტში დუნაის წყლის დონემ ერთი მეტრით მოიმატა. დატბორილია პარლამენტის ისტორიული შენობაც.

მსგავსი თემები