,,საჯაროდ ვაცხადებ მოლაპარაკებებისთვის ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი, როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ პრინციპებს, საჯაროდ ვაცხადებ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ასევე მამუკა ხაზარაძეს. ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, რამაც გახადა შესაძლებელი ჩვენი მომავალში თანამშრომლობა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა სამწუხარო პროცესმა, იმედგაცრუება არ გამოიწვიოს. ამ მოლაპარაკებების თავდაპირველ მიზანს, რაც არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა და ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევა, ყველა ერთად, ყველა შემთხვევაში და ყველაფრის მიუხედავად მივაღწევთ“, – განაცხადა გახარიამ.