მერაბ დვალიშვილი ჩემზე ძლიერი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილთან მარცხის შესახებ ამერიკელმა შონ ო’მალიმ პირველად „იუთუბის“ საკუთარ არხზე ისაუბრა.

„ბრძოლის კვირამ შესანიშნავად ჩაიარა. წონის კლების პროცესიც იდეალურად მიმდინარეობდა, თავს კარგად ვგრძნობდი. გასამართლებელი მიზეზი არ მაქვს, მერაბ დვალიშვილი ჩემზე ძლიერი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა.

მეუბნებოდნენ, რომ საკუთარ თავს არ ვგავდი, რაღაც მაწუხებდა, თუმცა ეს ასე არ იყო, უბრალოდ, დავმარცხდი“- განაცხადა ო’მალიმ.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ქამარი ილია თოფურიამ მოიგო, მან ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

 

მსგავსი თემები