,,საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, დეზინფორმაცია და ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გააკეთა პრემიერმა, არ ეხმარება ქართველ ხალხს” – დანიგანი

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი პრემიერ კობახიძეს პასუხობს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები და დეზინფორმაცია არ ეხმარება ქართველ ხალხს.

,,საქართველოს მთავრობის ქმედებები, მისი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, დეზინფორმაცია აშშ-ის შესახებ და ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გააკეთა პრემიერმინისტრმა არ ეხმარება ქართველ ხალხს. ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო ახდენს საქართველოს იზოლირებას დასავლეთისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესში. ქართველი ხალხის უმრავლესობამ ბევრჯერ განაცხადა, რომ სურს ევროპული განვითარება და მინდა გავიმეორო, რომ არ არსებობს უფრო დიდი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა, ვიდრე არის აშშ”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ გდდ-ის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის, ასევე ალტ-ინფოელების დასანქცირების შემდეგ, გუშინ, 16 სექტემბერს პრემიერი კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა და აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე ,,კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს”.

მსგავსი თემები