“ანტი-LGBT კანონი, ისევე “აგენტების კანონის” მიღება, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან არის ამოღებული”- Freedom House

ანტი-LGBT კანონი, ისევე “აგენტების კანონის” მიღება, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან არის ამოღებული. ამის შესახებ განცხადებას Freedom House ავრცელებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, კურსი შემოაბრუნონ.

“მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც სხვა არაფერია, გარდა საქართველოს LGBT+ საზოგადოებასა და ყველა ქართველის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე თავდასხმისა. ეს ნაბიჯი, ისევე როგორც გასულ მაისს ქვეყანაში “აგენტების კანონის” მიღება, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან არის ამოღებული და საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას კვლავ კითხვის ქვეშ აყენებს. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, კურსი შეაბრუნონ”- ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები