11 წლის ბიჭი ლოდებს შორის 9 საათის განმავლობაში იყო გაჭედილი

დიდ ბრიტანეთში, ნიუ-ჰემფშირში, მაშველებმა 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს, რომელსაც ფეხი დაუცდა და ლოდებს შორის 9 საათის განმავლობაში იყო გაჭედილი. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ბიჭი საკუთარი სკოლის ეზოში, საღამოს დიდ ლოდებს ათვალიერებდა, როდესაც ფეხი დაუცდა და ლოდებს შორის გაიჭედა.

მაშველებმა ბიჭის ლოდებიდან დახსნა გამთენიისას, 3:15 საათისთვის შეძლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი მოსწავლე საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბიჭის ლოდებიდან დახსნას სკოლის თანამშრომლებიც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც მათ მაშველები გამოიძახეს.

მსგავსი თემები