მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია შეხვედრას მართავენ. ინფორმაციას ,,ლელოში” ადასტურებენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ერთი-ერთზე მიმდინარეობს და მას სხვა არავინ ესწრება. უცნობია სად მიმდინარეობს შეხვედრა. გახარია და ხაზარაძე შესაძლო გაერთიანებაზე მსჯელობენ, რისკენაც მათ გუშინ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოუწოდა.

გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე შეხვედრის შემდეგ ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილთან მივლენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები.

მსგავსი თემები