ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა. ლაიენმა ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დაასახელა: ტერეზა რიბერა (ესპანეთი), ჰენა ვირკკუნენი (ფინეთი), სტეფან სეჟურნე (საფრანგეთი), კაია კალასი (ესტონეთი), როქსანა მინზატუ (რუმინეთი), რაფაელე ფიტო (იტალია).

რაც შეეხება სხვა თანამდებობებს, თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე ლიეტუვის ყოფილი პრემიერის, ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურაა დასახელებული. სრული სია ასე გამოიყურება:

  • მაგნუს ბრუნერი (ავსტრია): შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითები
  • ჰაჯა ლაჰბიბი (ბელგია): მზადყოფნა, კრიზისის მართვა, თანასწორობა
  • ეკატერინა ზაჰარიევა (ბულგარეთი): სტარტაპები, კვლევა და ინოვაცია
  • დუბრავკა სუიცა (ხორვატია): ხმელთაშუა
  • კოსტას კადისი (კვიპროსი): მეთევზეობა და ოკეანეები
  • იოზეფ სიკელა (ჩეხეთი): საერთაშორისო პარტნიორობა
  • დენ იორგენსენი (დანია): ენერგია და საცხოვრებელი
  • აპოსტოლო ციციკოსტასი (საბერძნეთი): მდგრადი ტრანსპორტი და ტურიზმი
  • ოლივერ ვარჰეი (უნგრეთი): ჯანმრთელობა და ცხოველთა კეთილდღეობა
  • მაიკლ მაკგრატი (ირლანდია): დემოკრატია, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა
  • ვალდის დომბროვსკისი (ლატვია): ეკონომიკა და პროდუქტიულობა, განხორციელება და გამარტივება
  • ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა): თავდაცვა და კოსმოსი
  • კრისტოფ ჰანსენი (ლუქსემბურგი): სოფლის მეურნეობა და საკვები
  • გლენ მიკალეფი (მალტა): თაობათაშორისი სამართლიანობა, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი
  • ვოპკე ჰოეკსტრა (ნიდერლანდები): კლიმატი, წმინდა ნულოვანი და სუფთა ზრდა
  • პიოტრ სერაფინი (პოლონეთი): ბიუჯეტი, თაღლითობის საწინააღმდეგო, საჯარო ადმინისტრაციები
  • მარია ლუის ალბუკერკი (პორტუგალია): ფინანსური მომსახურება
  • მაროშ შეფჩოვიჩი (სლოვაკეთი): სავაჭრო და ეკონომიკური უსაფრთხოება, ინსტიტუტთაშორისი ურთიერთობები და გამჭვირვალობა
  • მარტა კოსი (სლოვენია): გაფართოება
  • ჯესიკა როსვოლი (შვედეთი): გარემო, წყლის გამძლეობა და კონკურენტუნარიანი წრიული ეკონომიკა

ყველა კანდიდატი ევროპარლამენტის კომიტეტების წინაშე მოსმენებზე უნდა გამოცხადდეს მანამ, სანამ ევროპარლამენტის სრული შემადგენლობა კენჭს უყრის დაამტკიცოს თუ არა კომისიის ახალი შემადგენლობა.

მსგავსი თემები