13 წლის მოზარდი თანაკლასელებს დანით და ჩაქუჩით დაესხა თავს – მოზარდი დაკავებულია

რუსეთში, ჩელიაბინსკში 13 წლის მოზარდი დანით და ჩაქუჩით საკუთარ თანაკლასელებს თავს დაესხა. შემთხვევის შედეგად დაჭრილია სულ მცირე 5 ბავშვი, მათ შორის, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას ყელი აქვს გამოჭრილი.

გოგონას, რომელსაც ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ექიმების განცხადებით, გოგონას დაზიანება ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული და თავისქალა ბლაგვი იარაღის დარტყმისგან ჰქონდა დაზიანებული. მათივე თქმით, გადაუდებელი ოპერაცია კიდევ ერთ მოზარდს დასჭირდა.

პოლიციის ინფორმაციით, მოზარდი დაკავებულია. შემთხვევის შემდეგ ის თვითმკვლელობას ცდილობდა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები