პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან-მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ტყის ხანძარს ებრძვიან. დამწვარია ოთხი სახლი, 20 ზე მეტი კი საფრთხის ზონაშია.  „როიტერის“ ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებას ამ დროისთვის 1000 ზე მეხანძრე სპეციალური ტექნიკით ცდილობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და პორტუგალიის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.

გავრცელებული ვერსიით, პორტუგალია ოთხ სახანძრო ვერტმფრენს რამდენიმე საათში ესპანეთისგან და საფრანგეთისგან მიიღებს.

მსგავსი თემები