,,სიცოცხლე დათმეს და მათი გმირობა თურმე საბოდიშო გაგვიხდა” – აგვისტოს ომის გმირის, ალექსანდრე ზაზარაშვილის ცოლი

,,მათ ჩვენი ქვეყნისა და ოჯახის დასაცავად ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დათმეს და დღეს მათი გმირობა თურმე საბოდიშო გაგვიხდა. საით მიექანები ჩემო საქართველო”, – ასე ეხმაურება აგვისტოს ომის გმირის, ალექსანდრე ზაზარაშვილის ცოლი, ნინო მაისურაძე, ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

,,16 წელია ჩემს ორ ვაჟკაცს მამისა და მის თანამებრძოლების საგმირო ამბებზე ვზრდი.

მათ ჩვენი ქვეყნისა და ოჯახის დასაცავად ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე დასთმეს და დღეს მათი გმირობა თურმე საბოდიშო გაგვიხდა. საით მიექანები ჩემო საქართველო..

მუხლი უნდა მოიხაროთ და ბოდიში გმირების სულებს უნდა მოუხადოთ. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე. ბოდიში ჩემო გმირო !!!

გამოფხიზლდით ხალხო !!!!!!!! ამას არანაირი პოლიტიკური განხილვისთვის არ ვაქვეყნებ ეს ჩემი ოჯახის გულისტკივილი და პროტესტია . #დიდებაგმირებს”, – წერს ნინო მაისურაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები