თელ ავივში, მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, მორიგი აქცია გაიმართა

თელ ავივში, მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, მორიგ დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, მეტი გააკეთოს „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლების თავისუფლებისთვის. სიტყვით გამოვიდნენ მძევლების ოჯახების წევრები.

დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეთა ჯგუფსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

„ჰამასის“ ტყვეობაში კიდევ 101 მძევალია დარჩენილი, რომელთაგან ნაწილი, ისრაელის ხელისუფლების მონაცემებით, გარდაცვლილია.

მსგავსი თემები