ჯო ბაიდენი ანგოლაში ვიზიტს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ანგოლაში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ეს იქნება პრეზიდენტის რანგში ბაიდენის პირველი ვიზიტი აფრიკაში. ასევე ბაიდენი იქნება აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ანგოლაში ჩავა. ის სავარაუდოდ გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ და 5 ნოემბერს დაგეგმილ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შედგება.

თეთრ სახლს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი თემები