ძიუდოს გრანპრის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოპოვებას ორი ქართველი ეცდება

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი – ბაჩანა ბოლქვაძე (73 კგ) და კოტე კაპანაძე (81 კგ) იბრძოლებს. წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.

გუშინ, 13 სექტემბერს, ზაგრებში პირველ საასპარეზო დღეს თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ისრაელის წარმომადგენელ ერან ფიქსს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.

2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.

მსგავსი თემები