„აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ადამიანმა უნდა აირჩიოს ორი ბოროტებიდან ნაკლები, ორივე ეწინააღმდეგება სიცოცხლეს“- რომის პაპი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლებმა არჩევანი ორ ბოროტებას შორის ნაკლებზე უნდა გააკეთონ. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცახდა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი სიცოცხლის საწინააღმდეგო პოლიტიკას აწარმოებს.

„ორივე ეწინააღმდეგება სიცოცხლეს, ის, ვინც აძევებს მიგრანტებს და ის, ვინც კლავს ბავშვებს. ადამიანმა უნდა აირჩიოს ორი ბოროტებიდან ნაკლები. ვინ არის ორ ბოროტებას შორის უმცირესი? ეს ქალბატონი თუ ეს ბატონი? არ ვიცი. ყველამ, ვისაც სინდისი აქვს, უნდა იფიქროს ამაზე და გააკეთოს ეს. მიგრანტების გაგზავნა, მათი დატოვება, სადაც გინდა, მიტოვება, ეს რაღაც საშინელებაა, ბოროტებაა. დედის მუცლიდან ბავშვის გამოყვანა, მკვლელობაა, რადგან სიცოცხლეა. ამ საკითხებზე გარკვევით უნდა ვისაუბროთ“– განაცხადა რომის პაპმა.

 

მსგავსი თემები