„ქვეყნის მოღალატეს მე არავის ვაკადრებ და არ ვუწოდებ“- ტალახაძე პრეზიდენტზე

„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა. წინ არის რთული გზა გასავლელი და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში“ – ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მისამართით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებებს, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე პასუხობს: „ქვეყნის მოღალატეს მე არავის ვაკადრებ და არ ვუწოდებ“.

„ვიცი, რომ გუშინდელ დაჯილდოებაზე იყო მოწვეული პრეზიდენტი, მაგრამ არ მოვიდა, ეს მე, როგორც სპორტსმენს, არ მწყენია”- აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ლაშა ტალახაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილი ღირსების მედლით დაჯილდოების გამო მადლობა გადაუხადა.

მსგავსი თემები