„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა”- ტალახაძე

„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა. წინ არის რთული გზა გასავლელი და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში“ – ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტალახაძე ღონისძიებაზე მთავრობის მეთაურისა და წევრების არ დასწრებასთან დაკავშირებით ამბობს,  რომ მისი აზრით, პრემიერ-მინისტრს გარკვეული მიზეზები ჰქონდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს გარკვეული მიზეზები ჰქონდა. მე აქ ვარ. მე რა ჯილდოც მეკუთვნოდა, ჩავიბარე. ყველას წარმატება მინდა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ და ევროპაში შევალთ”- განაცხადა ტალახაძემ.

მსგავსი თემები