ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ორთაჭალის ქუჩის ბინადარ ცხოველებს ჩაუტარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ორთაჭალის ქუჩის ბინადარ ცხოველებს ჩაუტარა.

სტერილიზაციის პროცესი მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაცით განხორციელდა, რომელთაც ოპერაციების დასრულების შემდეგ, სტერილური და ვაქცინირებული ცხოველები ჩაიბარეს.

პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მასში მოქალაქეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სააგენტო განსაკუთრებულ მადლობას უხდის მათ დახმარებისთვის, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველობისთვის.

თქვენი უბნის ბინადარი ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია-კასტრაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე – 0322 421 424.

მსგავსი თემები