“ვინანიებ ჩადენილს, არაფერი მაქვს სათქმელი“- ქეთი ცინდელიანის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

“ვინანიებ ჩადენილს, არაფერი მაქვს სათქმელი,” – ამ სიტყვებით დაარღვია ოთარ ცინდელიანმა 7 თვიანი დუმილი. 21 წლის ბრალდებულს, უვადო პატიმრობა, 21 წლის შეყვარებულის, ქეთი ჯავახიშვილის გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის გამო მიესაჯა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს უვადო პატიმრობის შეფარდების მიზეზებზეც ისაუბრა.

განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა დაცვის მხარემ. ადვოკატები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ცინდელიანს დანაშაული არც განსაკუთრებული სისასტიკით და არც გენდერის ნიშნით ჩაუდენია.

21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს სასტიკად მოკლეს. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია. ახალგაზრდა ქალს, ცივი იარაღით 59 ჭრილობა, სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ჰქონდა მიყენებული.

 

მსგავსი თემები