იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ახალი თავმჯდომარე გახდება

იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ახალი თავმჯდომარე გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წერს. ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნატოს ამჟამინდელი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნულ თანამდებობაზე გერმანელ დიპლომატ კრისტოფ ჰოისგენს ჩაანაცვლებს, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ბოლო ორი წლის განმავლობაში თავმჯდომარეობს.

კონფერენციის 2008-2022 წლების თავმჯდომარე, ვოლფგანგ იშინგერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფონდის დამფუძნებელი საბჭოს პრეზიდენტად დარჩება.

 

მსგავსი თემები