ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა

ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სხეულზე პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. მას ყველა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.

 

 

 

 

მსგავსი თემები