ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი უკრაინას მიმდინარე კვირაში ეწვევიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი უკრაინას მიმდინარე კვირაში ეწვევიან. ამის შესახებ ბლინკენმა და ლემიმ ლონდონში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

“რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას, დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ტონი [ენტონი ბლინკენი] და მე კიევში ამ კვირაში ჩავალთ. მსგავსი ტიპის პირველი ერთობლივი ვიზიტი იქნება ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. უახლოესი მოკავშირეები ვართ, ასე რომ მოხარული ვარ, რომ ერთად ჩავალთ და უკრაინისადმი ჩვენი ერთგულების დემონსტრირებას მოვახდენთ” – განაცხადა ლემიმ.

უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც ისაუბრა.

მსგავსი თემები