,,ბავშვს ეთამაშებოდაო უშნოდ, ამ მიზეზით დაუჭერიათო“ – რას ამბობენ სოფელში, სადაც შვილიშვილზე გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბაბუა დააკავეს

სამეგრელოში დაკავებულია 66 წლის მამაკაცი, რომელიც, თვეების განმავლობაში, 9 წლის შვილიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბაბუა არასრულწლოვან ოჯახის წევრზე სექსუალურ ძალადობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მაშინ ახორციელებდა, როდესაც გოგონას მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.

9 წლის გოგონამ მშობელს თავად უამბო ყველაფერი. ბავშვის დედამ, ფაქტის გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და, პედოფილი ბაბუის მორიგი ძალადობის მცდელობისას, პოლიციას გამოუძახა. 9 წლის გოგონას ახლა ექსპერტიზა უტარდება, მასთან მუშაობენ ფსიქოლოგებიც.

მძიმე დანაშაულზე საუბარი, ზუგდიდის ერთ-ერთ პატარა სოფელში, ყველას უჭირს. 66 წლის ბაბუამ რომ 9 წლის შვილიშვილზე სექსუალურად იძალადა, ადგილობრივებმა მხოლოდ გუშინ გაიგეს, მაშინ, როდესაც პოლიცია დანაშაულის ადგილას გამოჩნდა.

,,ბავშვს ეთამაშებოდაო უშნოდ, ამ მიზეზით დაუჭერიათო”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება, მასთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ. 66 წლის კაცი დროებით მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის მუხლებით დაიწყო.

მსგავსი თემები