მათ, ვისაც გერმანიაში თავშესაფრის მიცემაზე უარს ეტყვიან, ავსტრია ქვეყანაში არ მიიღებს

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმ ადამიანებს, რომლებსაც გერმანია თავშესაფარზე უარს ეტყვის, ავსტრია ქვეყანაში არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გერმანია სახმელეთო საზღვრებზე საპასპორტო კონტროლს დროებით აღადგენს.

,,ჩვენ არ გვაქვს მანევრირების საშუალება. ასეთია კანონი”, – განაცხადა კარნერმა და აღნიშნა, რომ შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, საზღვრიდან უკან არ უნდა დაბრუნდნენ. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ შესაბამისი ევროკავშირის წევრი ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში.

მსგავსი თემები