ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

ევროკავშირმა სხომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიალოგი გააგრძელებს მიმდინარე ძალისხმევას სომხეთის ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რომლებიც გადამწყვეტია ბლოკთან უვიზო მიმოსვლისთვის, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრებისა და მიგრაციის მენეჯმენტი, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

,,პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება და უვიზო მიმოსვლაზე ავტომატური გადასვლა არ მოხდება. ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ერევანში იმყოფება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი, რასაც სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ვასილის მარაგოსი.

მსგავსი თემები