ღაზაში, უსაფრთხო ზონაში ისრაელის იერიშის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა ღაზის სამხრეთით და ათეულობით დაშავდა ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარულ ზონაზე.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მისი თვითმფრინავი თავს დაესხა ხან-იუნისში მდებარე ოპერაციულ ცენტრს, რომელიც ,,ჰამასის” მებრძოლებს ეკუთვნოდა, და რომ მან მიიღო ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების რისკის შესამცირებლად.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სამი დარტყმის სამიზნე იყო კარვები, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონაში, ქალაქ ხან-იუნისის დასავლეთით, დარტყმებმა შვიდი მეტრის სიღრმის ღრმულები გააჩინა.

,,ორმოცი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა, ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშაა”, – განუცხადა BBC-ს “ჰამასის” სამოქალაქო თავდაცვის ორგანოს ოპერაციულმა დირექტორმა.

თვითმხილველებმა BBC-ს განუცხადეს, რომ დიდი აფეთქებები მოხდა ალ-მავასის რაიონში შუაღამის შემდეგ. გადაუმოწმებელ ვიდეოებში, რომლებიც გავრცელდა ჩანს მოქალაქეები როგორ თხრიან მიწას ხელებით, რათა ადამიანები ამოიყვანონ.

,,დარტყმის დაწყებამდე მრავალი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების რისკის შესამცირებლად, მათ შორის ზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენება, საჰაერო მეთვალყურეობა და დამატებითი საშუალებები”, – თქვა IDF-ის სპიკერმა.

 

მსგავსი თემები