,,რუსული დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე ჩვენი უმოქმედობის გამო ჩამოვარდა” – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, რუსული დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე წევრი ქვეყნების უმოქმედობის გამო ჩამოვარდა. მან გაიმეორა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს მოკავშირთა ძლიერ პასუხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

,,3 წლის წინ წარმოუდგენელი ინციდენტები ახლა განიხილება, როგორც რუტინა. არაფერი არ უნდა დაეშვას უკრაინის, ლატვიის ან სადმე ნატო-ს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ჩვენმა უმოქმედობამ წარმოშვა. ლიეტუვა, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს”, – წერს ლანდსბერგისი.

7-8 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუმინეთმა განაცხადა, რომ დრონმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე, ლატვიამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო დრონი იპოვა და გამოძიებას აწარმოებს.

მსგავსი თემები