რუსულმა დრონებმა ლატვიისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეები დაარღვიეს

უკრაინისკენ გაშვებულმა რუსულმა დრონებმა, ლატვიისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეები დაარღვიეს. ინფორმაციას, ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელში, ხოლო რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

,,ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ჩვენს მოკავშირეებთან ახლო კონტაქტზე ვართ. NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგში ამგვარი შემთხვევების რიცხვი იზრდება და, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით NATO-ს წევრ ქვეყნებს ერთობლივი რეაგირება უნდა გვქონდეს”, – წერს ლატვიის პრეზიდენტი X-ზე.

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, ხოლო შემდეგ ისევ უკრაინის მიმართულებით განაგრძო ფრენა.

,,რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე, რაც სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან”, – წერია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

მსგავსი თემები