ტრამპს სურს აშშ-ის კონსტიტუციის შეცვლა, რათა კამალა ჰარისს იმპიჩმენტი გამოუცხადონ

“რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი მხარს უჭერს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების ცვლილებას, რათა კონგრესს საშუალება ჰქონდეს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამოუცხადოს იმპიჩმენტი „ჯო ბაიდენის უუნარობის დაფარვისთვის“- ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

როგორც მედია წერს,  ტრამპმა დაადანაშაულა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და დემოკრატები ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი გონებრივი შესაძლებლობების დაფარვაში.

„თქვენ თუ ამას აკეთებთ, ეს არის საფუძველი დაუყოვნებლივი იმპიჩმენტისა და თანამდებობიდან გადაყენებისთვის“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები