„დღეს ისრაელისთვის ძალიან მძიმე დღეა“- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან მომხდარი თავდასხმა დაგმო. ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ დღეს ისრაელისთვის ძალიან მძიმე დღეა.

„ეს ძალიან მძიმე დღეა. ტერორისტმა ცივსისხლიანად მოკლა ჩვენი სამი მშვიდობიანი მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ გარშემორტყმული ვართ მკვლელი იდეოლოგიით, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს“- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან თავდასხმის დროს ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა. თავდამსხმელი ტერიტორიაზე იორდანიიდან, სატვირთო მანქანით შევიდა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა.

 

მსგავსი თემები