“ის არის  წამებით მოკლული, მას ხელები მოჭრილი ჰქონდა”- მარნეულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულის სოფელ აზიზქენდში ნაპოვნ ცხედარს წამების კვალი აღენიშნება. ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლები საუბრობენ. მათი თქმით, 43 წლის კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ კაცი ნაწამებია.

„ის არის  წამებით მოკლული, მას ხელები მოჭრილი ჰქონდა. რანაირად არის თავისით გარდაცვლილი?! დამწვარია გვამი. ჯერ ექსპერტიზაზეა არ მოუყვანიათ. 3 დღე დაკარგული იყო, სახლში მარტო ცხოვრობდა. სახლში შუქები და ტელევიზორი ჩართული ჰქონდა დატოვებული. ეს რომ შევამჩნიეთ ნათესავებმა ძებნა დავიწყეთ. ბოლოს, პოლიციამ ამ მდგომარეობაში იპოვა. ხელოსანი კაცი იყო, ფულიც ჰქონდა.

არსებობს ვერსია, რომ ვიღაცამ გაიყვანა სახლიდან. მაგიდაზე აღმოჩენილია საჭმელი, ვახშმობდა. ის ამ დროს არის გაყვანილი სახლიდან”- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

 

მარნეულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მსგავსი თემები