ისრაელში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, კვლავ აქციებია

თელ ავივსა და იერუსალიმში ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქციები იმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციებზე 400 000 ადამიანი იმყოფება, რომლებიც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს ღაზაში მყოფი მძევლების დასაბრუნებლად.

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მძევლების ოჯახების წევრებიც.

მსგავსი თემები