“რაც ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო”- კვარაცხელია

„დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1 მოგება, ჩემი აზრით, დადებითია“ – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მოგების შემდეგ განაცხადა.

„რაც დღეს, ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო… ვილიმ  ტაქტიკურად მოგვცა ის დავალებები, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენც შევასრულეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დადებითად შევაფასებ მთლიანად ამ თამაშს და პერფორმანსს“ – განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.

მსგავსი თემები