საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებამდე ცოტა დრო რჩება- მოქალაქეები შეკრებას იწყებენ

საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებამდე ცოტა დრო რჩება. ადამიანები, რომლებმაც ბილეთების ყიდვა მოახერხეს, ზუსტად 19:00 საათზე ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და ლოკომოტივისკენ ერთიანი შემართებით გადაინაცვლებენ. რაც შეეხებათ ბილეთების გარეშე დარჩენილ გულშემატკივრებს, ისინი რესპუბლიკის მოედანზე 18:00 საათზე შეიკრიბებიან და მნიშვნელოვან თამაშს დიდ ეკრანზე ერთად უყურებენ.

დღეს, 7 სექტემბერს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი თემები