საფრანგეთში მაკრონის მიერ მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტესტებენ

საფრანგეთში ათასობით ადამიანი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ულტრამემარცხენე პარტიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 130 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

კომპანია Elabe-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფრანგების 74% მიიჩნევს, რომ მაკრონმა უგულებელყო არჩევნების შედეგები, ხოლო 55% თვლის, რომ მან მოიპარა არჩევნები.

 

მსგავსი თემები