პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში დაბრუნდა ქართველი პარამსროლელი, ვერცხლის მედლის მფლობელი ლადო ჭინჭარაული. მან R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა, 248,2 ქულა დააგროვა და პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლები.
ლადო ჭინჭარაულმა პარალიმპიადაზე მეორედ იასპარეზა.