“დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების დანაკარგმა 1270 ადამიანი შეადგინა”- უკრაინის შეიარაღებული ძალები

 უკრაინაში დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების დანაკარგმა 1270 ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას,ს გენერალური შტაბის ავრცელებს. ამავე ცნობით, ლიკვიდირებული რუსი ოკუპანტების საერთო რაოდენობა 623 990-ს შეადგენს.

 „დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ერთი ტანკის, 29 საარტილერიო სისტემის, ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისა და 52 დრონის განადგურება.

ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიაზე განადგურებულია მოწინააღმდეგის 8632 ტანკი, 16 878 – საბრძოლო ჯავშანმანქანა, 17 774 – საარტილერიო სისტემა, 1 178 – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 942 – ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 368 – თვითმფრინავი, 14 784 – უპილოტო საფრენი აპარატი, 2 588 – ფრთოსანი რაკეტა, 28 – გემი, 24 171 – საავტომობილო საშუალება და 3 037 – სპეციალური ტექნიკა”- ამბობენ შეიარაღებულ ძალებში

მსგავსი თემები