,,ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება” – დღეს ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება.

„6 სექტემბრის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები