მიშელ ბარნიემ თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა და პრემიერის რანგში ფრანგ ხალხს პირველად მიმართა

საფრანგეთის ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა, მიშელ ბარნიემ, თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა და ფრანგ ხალხს, პრემიერის რანგში, პირველად მიმართა.

მან განაცხადა, რომ მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში პარლამენტის წინაშე ახალი მთავრობის საკანონმდებლო პრიორიტეტებსა და წინადადებებს წარადგენს.

,,ჩვენ რთულ მომენტში ვიმყოფებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი ფურცელი, ეს პერიოდი სასარგებლო იყოს ფრანგებისა და საფრანგეთისთვის. ახლა პრემიერისგან სიმართლის თქმას ელოდებიან, თუნდაც ის რთული იყოს. უპირველესად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და არა ვილაპარაკოთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც იმუშავებს”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერმინისტრად მიშელ ბარნიე 5 სექტემბერს დაასახელა. ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ელისეის სასახლემ თქვა, რომ მან უნდა შექმნას ერთსულოვანი მთავრობა, რომელიც ემსახურება ქვეყანას და ფრანგ ხალხს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბარნიეს დანიშვნა ხდება ,,კონსულტაციების უპრეცედენტო ციკლის” შემდეგ, სტაბილური მთავრობის უზრუნველსაყოფად.

პრემიერი საფრანგეთის ვადამდელი არჩევნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ ინიშნება.

მსგავსი თემები