კანცელარიასთან მედიკამენტების დროულად გაცემის მოთხოვნით იშვიათი დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლებმა აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, იშვიათი დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლები შეიკრიბნენ. მოქალაქეები პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს 10-დღიან ვადას აძლევენ, რომ მათ წერილს და მოთხოვნას გაეცნონ.

მშობლებს აინტერესებთ, რატომ აგვიანებს სახელმწიფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების გაცემას. მათი განცხადებით, მედიკამენტების დეფიციტთან ერთად, პრობლემაა საჭირო კვლევების დაფინანსებაც.

,,როცა დაინახეს, რომ აღარ მივდიოდით, კამერები, ტელევიზიები, ჟურნალისტები ჩაერთეთ, 10 წუთში გაჩნდა მედიკამენტი, თურმე შეძენა შესაძლებელი ყოფილა, მედიკამენტ “ჰუმირაზეა” საუბარი, 10 წუთში მომცეს მისამართი და წავედი. დამხვდა სამი ეკიპაჟი საპატრულო პოლიციის, მანქანიდან გადმომსვეს, მითხრეს, 2023 წელს მანქანის ჯარიმა მქონია, აღსრულება დაიწყეს და ანუ შანტაჟის ენით დაგვიწყეს ლაპარაკი”, – თქვა მშობელმა, თამარ იარაჯულმა.

მსგავსი თემები