საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 70-ე ეტაპი იწყება.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 9 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე (შაბათ-კვირისა და საეკლესიო დღესასწაულების გარდა).

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები